ეს კონვენცია ძალაში რჩება მანამდე, ვიდერ ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ მოახდენს მის დენონსაციას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია კონვენციის დენონსირება დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, რომელიც მოსდევს კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთწლიან პერიოდს.

ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიმართ – შემოსავლების თანხიდან, რომელიც გადაიხდება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს;

b) შემოსავლებსა და კაპიტალზე სხვა გადასახადების მიმართ – ასეთ გადასახადებზე, რომლებიც ექვემდებარება გადახდას ნებისმიერი კალენდარული წლისათვის დაწყებული კალენდარული წლის პირველ იანვრამდე ან პირველი იანვრის შემდეგ, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია ორ ნამდვილ ეგზემპლარად ქ. აშგაბატში 1997 წლის 5 დეკემბერს ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან სამივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

ტექსტების ახსნა-განმარტებაში წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში საფუძვლად მიიღება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

თურქმენეთის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილი