1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ შეთანმხების წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად ექვემდებარებიან დაბეგვრას ამ სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება სხვა შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავებულია მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ამ შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც კომერციულ საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებთიაც მიღებულია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც მოხსენიებული არ არიან ამ კონვენციის წინა მუხლებში და წარმოიქმნებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, შეიძლება ასევე დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოშ