1. მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი, ჯამაგირი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამასთან დაკავშირებთი მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:

A) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელიც საერთო ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში; და

B) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და

C) გასამრჯელოს გაცემაზე ხარჯებს არ ეწევა მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებიც დამქიარვებელს გააჩნია ამ მეორე სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდებზე, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოშ