1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების გაწევის ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ასეთი შემოსავლი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:

A) მას თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნებისათვის გააჩნია რეგულარულად გამოყენებადი მუდმივი ბაზა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში-მხოლოდ შემოსავლების მიმართ, რომელიც  განეკუთვნება ამ მუდმივ ბაზას; ან

b) იგი იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში 183 ან მეტი დღის განმავლობაში თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება განსახილველ კალენდარულ წელში – ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მიმართ, რომელიც შესრულებულია ამ სახელმწიფოში ამ წელს.

2. ტერმინი „პროფესიონალური მომსახურება“ შეიცავს, კერძოდ, დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა