1. დივიდენდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია გადაუხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდის გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ მიმღები წარმოადგენს დივიდენდების ფაქტობრივ მფლობელს, მაშინ ასეთი სახით გადახდევინებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 10%-ს. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დაადგნენ ასეთი შეზღუდვის გამოყენების წესს.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებით, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „დივიდენდები“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს, იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, აგრეთვე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან; რომლებიც ექვემდებარებიან ისეთსავე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობთი ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 და მე-14 მუხლების დებულებები.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს შეუძლია მთლიანად გაათავისუფლოს აღნიშნული კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები გადასახადისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ეს დივიდენდები გადაეხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს ან თუ ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოქმნილი მოგებიდან ან შემოსავლებიდა