1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, თუ იგი იქნებოდა განკერძოებული და ცალკე საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული იმავე ან ანალოგიურ პირობებში და იმოქმედებდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც იგი წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც  გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, ეს ხარჯები გაწეულია იმ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის პროპორციული განაწილების საფუძველზე, მაშინ მეორე პუნქტში არაფერი არ უკრძალავს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი განაწილების მეშვეობით, განაწილების არჩეული მეთოდი უნდა იძლეოდეს ამ მუხლის პრინციპების შესაბამის შედეგს.

5. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ამ მუდმივმა დაწესებულებამ შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი საწარმოსათვის.

6. წინამდებარე პუნქტების მიზნებისათვის მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იგივე მეთოდით, თუკი რაიმე დამაჯერებელი და საკმარისი მიზეზი არ იქნება მის შესაცვლელად.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია ამ კონვენციის სხვა მუხლებში, იმ მუხლების დებულებებს არ შეეხება ამ მუხლის დებულებებ