1. ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ მხარის სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს ეკონომიკურ (სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში, იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე მხარის სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.
2. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, თუ ერთი მხარის სახელმწიფოს საწარმო ახორციელებს ეკონომიკურ (სამეწარმეო) საქმიანობას მეორე მხარის სახელმწიფოში იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაშინ თითოეული მხარის სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლება მიეღო, როგორც განკერძოებული საწარმო, იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული, იმავე ან ანალოგიურ პირობებში და მოქმედებას გაწევდა სრულიად დამოუკიდებლად იმ საწარმოსაგან, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.
3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დაიშვება იმ ხარჯების გამოქვითვა, რომლებიც გაწეულია ასეთი მუდმივი დაწესებულების მიზნებისათვის, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმისგან დამოუკიდებლად, რომ ეს ხარჯები გაწეულია იმ მხარის სახელმწიფოში, სადაც იმყოფება მუდმივი წარმომადგენლობა, ან, მის ფარგლებს გარეთ.
4. თუ მხარის სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების კუთვნილი მოგების განსაზღვრა ჩვეულებისამებრ ხორციელდება საწარმოს მოგების მთლიანი თანხის ამ საწარმოს სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის გადანაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტში არაფერი არ უშლის ხელს ამ მხარის სახელმწიფოს, განსაზღვროს დასაბეგრი მოგება ასეთი გადანაწილების მეშვეობით, როგორც ეს მიღებულია პრაქტიკაში; მაგრამ გადანაწილების არჩეული მეთოდის გამოყენებით მიღწეული უნდა იქნეს ამ მუხლის პრინციპების შესაბამისი შედეგები.
5. მუდმივ დაწესებულებას არ დაერიცხება არავითარი მოგება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მან შეიძინა საქონელი ან ნაკეთობანი თავისი საწარმოსათვის.
6. წინა პუნქტების მიზნებისათვის, მოგება, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ დაწესებულებასთან, განისაზღვრება ყოველ წელს ერთი და იმავე მეთოდებით, მხოლოდ თუ არ იქნება საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი მის შესაცვლელად.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლების ისეთ სახეებს, რომლებიც განხილულია შეთანხმების სხვა მუხლებში, მაშინ ამ მუხლის დებულებები არ შეეხება იმ მუხლების დებულებებ