1. შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი „მხარის სახელმწიფო რეზიდენტი“ ნიშნავს პირს, რომელიც ამ მხარის სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას, საცხოვრებელი ადგილის, მუდმივი ადგილსამყოფლის, ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგანოს ადგილსამყოფლის ან სხვა ანალოგიური კრიტერიუმის საფუძველზე. მაგრამ ეს ტერმინი არ განსაზღვრავს პირს, რომელიც ექვემდებარება ამ მხარის სახელმწიფოში დაბეგვრას, მხოლოდ ამ მხარის სახელმწიფოში არსებული შემოსავლების წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში, ან მასში არსებულ ქონებასთან მიმართებაში.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:
a) იგი ითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი, თუ მას გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ორივე მხარის სახელმწიფოში, იგი ივთლება იმ მხარის სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
b) თუ შეუძლებელია იმ მხარის სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას გააჩნია სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან, თუ არცერთი მხარის სახელმწიფოში მას არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, იგი ითვლება იმ მხარის სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ცხოვრობს 183 დღეს ან მეტ ხანს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება წელს;
c) თუ ფიზიკური პირი ჩვეულებისამებრ ცხოვრობს ორივე მხარის სახელმწიფოში, ან არ ცხოვრობს არც-ერთ მათგანში, მაშინ იგი ითვლება იმ მხარის სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ეროვნულ პირსაც იგი წარმოადგენს;
d) თუ, „a“ – „c“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რეზიდენტის სტატუსის განსაზღვრა შეუძლებელია, მაშინ მხარის სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ამ საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. თუ, ამ მუხლის (1) პუნქტის დებულების შესაბამისად, პირი, რომელიც არ ითვლება ფიზიკურ პირად, არის ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ იგი ითვლება იმ მხარის სახელმწიფოს რეზიდენტად, რომელშიც განთავსებულია ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგან