1. შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ მოიცავს, კერძოდ:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს, ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამშენებლო, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, ან მათთან დაკავშირებული საზედამხედველო ან საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მუდივ დაწესებულებას, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტ ხანს.
4. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ ითვალისწინებს:
a) საწარმოს კუთვნილი ნაგებობებისა და დანადგარების გამოყენებას საქონლის ან ნაკეთობის შენახვის, დემონსტრირების მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგების შემცველობას, მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შემცველობას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის მუდმივი ადგილის მფლობელობას მხოლოდ ამ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის მფლობელობას, საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის გახორციელების მიზნით;
f) საქმიანობის მუდმივი ადგილის მფლობელობას მხოლოდ „a“ – „b“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ასეთი კომბინაციის შედეგად საქმიანობის მუდმივ ადგილზე გახორციელებული საქმიანობა ატარებს მოსამზადებელ ან დამხმარე ხასიათს.
5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ სხვა პირი, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია ამ მუხლის მე-6 პუნქტში, მოქმედებს საწარმოს სახელით, გააჩნია და, ჩვეულებისამებრ იყენებს ერთი მხარის სახელმწიფოში უფლებამოსილებას გააფორმოს კონტრაქტები საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც ამ მხარის სახელმწიფოში მუდმივი წარმომადგენლობის მქონე საწარმოდ ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ეს პირი ახორციელებს საწარმოსათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა, ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული საქმიანობით, რომელიც, თუ ხორციელდება მუდმივი საქმიანობის ადგილის საშუალებით და არ გარდაქმნის ამ მუდმივ საქმიანობის ადგილს მუდმივ დაწესებულებად, ამ პუნქტის პირობების შესაბამისად.
6. საწარმო არ განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე საწარმოდ მეორე მხარის სახელმწიფოში, თუკი იგი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლირდება მეორე მხარის სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ამ მეორე მხარის სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთს ამ კომპანიებიდან მეორის მუდმივ დაწესებულება