1. საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციიდან მიღებული მოგება, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ იმ მხარის სახელმწიფოში, სადაც განლაგებულია საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგანო.
2. თუ კომპანიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი ორგანო განლაგებულია საზღვაო ხომალდის გემბანზე, მაშინ იგი ითვლება იმ მხარის სახელმწიფოში განლაგებულად, სადაც იმყოფება საზღვაო ხომალდის მიწერის პორტი, ხოლო ასეთი პორტის არარსებობის შემთხვევაში – იმ მხარის სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის საზღვაო ხომალდის მფლობელი.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე პულში, ერთობლივ საწარმოებში ან სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო საერთაშორისო ორგანიზაციაში მონაწილეობის შედეგად მიღებული შემოსავლების მიმარ