1. შეთანხმება ვრცელდება შემოსავლებზე და კაპიტალზე იმ გადასახადების მიმართ, რომლებიც გადაიხდება მხარეების ან მათი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კანონმდებლობის შესაბამისად, მიუხედავად მათი გადახდის წესისა.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც ამოიღება:

შემოსავლების მთლიანი თანხიდან, კაპიტალის მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლებიდან, საწარმოების მიერ ხელფასების ფონდიდან, აგრეთვე, კაპიტალის ღირებულებაზე ნამატიდან გადასახადის ჩათვლით.

3.არსებულ გადასახადებს, რომელთა მიმართ ვრცელდება შეთანხმება, წარმოადგენს:

a)  საქართველოში:

(I) საწარმოოს მოგების (შემოსავლების) გადასახადი;

(II)     ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში წოდებული როგორც „საქართველოს გადასახადები“).

b)  პოლონეთის რესპუბლიკაში:

(I) იურიდიულ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

(II)     ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;

( შემდგომში წოდებული როგორც „პოლონეთის გადასახადები“)

4. შეთანხმება ვრცელდება, აგრეთვე, ყველა იდენტური ან არსებითად ანალოგიური გადასახადის მიმართ, რომელიც ამ შეთანხმების ხელმოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდილი არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ სანაცვლოდ. ყოველი წლის ბოლოს მხარეების კომპეტენტური ორგანოები შეატყობინებენ ერთმანეთს მათ შესაბამის კანონმდებლობაში შეტანილი ნებისმიერი არსებითი ცვლილებების შესახე