1. ეს შეთანხმება გამოიყენება შემოსავლებსა და ქონებაზე გადასახადების მიმართ, რომლებიც დაკისრებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ
-ტერიტორიული ქვედანაყოფების მიერ ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ, მიუხედავად მათი გადახდევინების წესისა.
2. შემოსავლებსა და ქონებაზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომელიც გადაიხდევინება შემოსავლების მთლიანი თანხიდან, ქონების მთლიანი თანხიდან ან მათი ცალკეული ელემენტებიდან, უძრავ-მოძრავი ქონების განსხვისებით მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების, საწარმოს მიერ გადახდილი ხელფასის მთლიან თანხებზე გადახდევინებული გადასახადების, აგრეთვე ქონების მატებიდან მიღებულ შემოსავლებზე გადახდევინებული გადასახადების ჩათვლით.
3. არსებულ გადასახადებს, რომლებზეც ვრცელდება შეთანხმება, კერძოდ, წარმოადგენს:
a) საქართველოში:
(i) საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადი;
(ii) ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი;
(iii) საწარმოს ქონების გადასახადი;
(iv) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადი;
b) სომხეთში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი;
(iii) ქონების გადასახადი;
( შემდგომში წოდებულნი, როგორც „სომხეთის გადასახადები“).
4. შეთანხმება გამოიყენება, აგრეთვე ყველა იდენტური ან ანალოგიური გადასახადების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის თარიღის შემდეგ იქნება გადახდევინებული არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ შესაბამის საგადასახადო კანონებში შეტანილი პრინციპული ცვლილებების შესახე