1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული უძრავი ქონებიდან (სასოფლო და სატყეო მეუურნეობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. გამონათქვამს „უძრავი ქონება“ უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ეს გამონათქვამი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სასოფლო და სატყეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ სამართლის ზოგად დებულებებს, უძრავი ქონების უზურფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალუური რესურსების, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებანი არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება აგრეთვე შემოსავლებზე, რომლებიც მიიღება უძრვი ქონების პირდაპირ გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. თუ კომპანიის აქციებისა და სხვა კორპორაციული უფლებების ფლობა ასეთი აქციების და კორპორაციული უფლებების მფლობელს უფლებას აძლევს ისარგებლოს კომპანიის კომპანიის კუთვნილი უძრავი ქონებით, მაშინ შემოსავლები, რომელიც მიიღება სარგებლობის უფლების პირდაპირი გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან სხვა ფორმით გამოყენებიდან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს ასეთი ქონება.

5. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე და შემოსავლებზე უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევა