1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) გამონათქვამი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“, კონტექსტიდან გამომდინარე, ნიშნავს საქართველოს ან სომხეთს;
b) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მის ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების ჩათვლით, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;
c) ტერმინი „სომხეთი“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს სომხეთის სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მის ტერიტორიას, შიდა წყლების ჩათვლით, რომელთა მიმართ საერთაშორისო სამართლისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად ვრცელდება სომხეთის იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა წარმონაქმნს, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული;
f) გამონათქვამი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) გამონათქვამი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გადაზიდვა ხორციელდება უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) გამონათქვამი „ კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრუულუფლებიან წარმომადგენელს;
(ii) სომხეთში – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;
i) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შეთანხმების გამოყენებისას ნებიემიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით, იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება შეთანხმება, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობ