1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, საბადოს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, დამუშავების ან მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგლის.
3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ აგრეთვე მოიცავს:
a) სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, სამონტაჟო, საამწყობო ობიექტს ან საზედამხედველო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ ობიექტებთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან დაკავშირებული სამუშაოები აჭარბებს ექვს თვეს;
b) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, საწარმოს მიერ მომსახურების ან ამ მიზნის განსახორციელებლად საწარმოს მიერ დაქირავებული სხვა პერსონალის მიერ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი სახის საქმიანობა (ერთი ან ურთიერთდაკავშირებული ობიექტებისათვის) შეადგენს პეიოდს ან პერიოდებს, რომლებიც საერთო ჯამში აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეთვიან პერიოდში.
4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს საქმიანობის შემდეგი სახეები არ განიხილება, როგორც მეორე სახელმწიფოში განხორციელებული „მუდმივი დაწესებულების“ მეშვეობით:
a) ნაგებობის გამოყენება საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მხოლოდ შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვა, რომლებიც საწარმოს ეკუთვნის მხოლოდ შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;
c) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვა, რომლებიც საწარმოს ეკუთვნის მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან საწარმოს შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ საწარმოსათვის ნებისმიერი სხვა მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა (a) – (e) პუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ საქმიანობის მუდმივი ადგილის ერთობლივ საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი;
5) 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი გარდა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტისა, რომელზეც საუბარია მე-6 პუნქტში, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც აღნიშნული პირი ასრულებს საწარმოსათვის, თუ ამ პირს:
a) ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტი საწარმოს სახელით, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად, არ ქმნის ამ საქმიანობის მუდმივ ადგილთან მუდმივ დაწესებულებას;
b) არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ პირველ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ჩვეულებრივ, ინახავს საქონლისა და ნაკეთობების მარაგს საწარმოს სახელით.
6. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე, თუ იგი ამ სახელმწიფოში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, თუ ასეთი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად მიმართულია ამ საწარმოსათვის განხორციელებული საქმიანობისაკენ, მაშინ ამ პუნქტის ფარგლებში იგი არ იქნება განხილული როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულება