1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილოო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების ან კომპანიის სხვა კორპორაციული უფლებების გასხვისებით მიღებული შემოსავლები, რომელთა აქტივები პირდაპირ ან არაპირდაპირ უმთავრესად, შედგება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

5. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ