1. მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამასთან დაკავშირებით მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. 1-ლი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელიც ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეთთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში; და
b) გასამრჯელო გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს; და
c) გასამრჯელოს გაცემაზე ხარჯებს არ ეწევა მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებიც დამქირავებელს გააჩნია ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილ