1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსიისაგან განსხვავებული გასამრჯელო, ამ სახელმწიფოს ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული მომსახურებისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში:
b) ამასთან, ამგვარი გასამრჯელო იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ მომსახურება ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან
(ii) არ გამხდარა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული მომსახურეობის გაწევის მიზნით.
2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფისათვის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული მომსახურებისათვის, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება გასამრჯელოებისა და პენსიების მიმართ, რომელიც მიღებულია მომსახურებისათვის, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირები