1. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს ქონებას, რომლებიც, ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, პირველად ხსენებული სახელმწიფო დაუშვებს:
a) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის თანხის ტოლია;
b) ამ რეზიდენტის ქონების გადასახადიდან თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე სახელმწიფოში ქონებაზე გადახდილი გადასახადის თანხის ტოლია.
ეს გამოქვითვები, ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და ქონებაზე გადასახადის ნაწილს, რომელიც გამოთვლილია გამოქვითვის წარდგენამდე და მიეკუთვნება შემოსავალსა და ქონებას, რომელიც შეიძება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, გარემოებებიდან გამომდინარე.
2. თუ შეთანხმების ნებისმიერ დებულებათა შესაბამისად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან ქონება განთავისუფლებულია გადასახადისაგან ამ სახელმწიფოში, ამ რეზიდენტის შემოსავლის ან ქონების დარჩენილ ნაწილზე გადასახადის თანხის განსაზღვრისას, ამ სახელმწიფოს შეუძლია მხედველობაში მიიღოს გადასახადისაგან განთავისუფლებული შემოსავალი ან ქონება.
3. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო უშვებს, გამოქვითვის სახით, გადასახადის თანხის, რომელიც შეიძებოდა ამოღებული ყოფილიყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ან თანხას, შეზღუდულს ამ შეთანხმების მე-10, მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად, მაშინაც კი თუ ეს მეორე სახელმწიფო არ ამოიღებს ამ გადასახადებს ან მათ ნაწილს ეროვნული კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო შეღავათების ძალი