1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების თარიღიდან და მისი დებულებები გამოყენებული იქნება:

i) წყაროსთან ამოღებული შემოსავლების მიმართ – თანხიდან, რომელიც გადაიხდება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეთანხმების ძალაში შესვლის წელიწადს;

ii) შემოსავლებსა და ქონებაზე სხვა გადასახადების მიმართ – გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ან დაირიცხება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომლელიც მოსდევს შეთანხმების ძალაში შესვლის წელიწად