წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება მანამდე, სანამ მისი მოქმედება არ იქნება შეწყვეტილი ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, ვიდრე თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეთანხმების შეწყვეტა დიპლომატიური არხების საშუალებით დენონსაციის შესახებ შეტყობინების გადაცემის გზით ნებისმიერი კალენდარული წლის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, რომელიც მოსდევს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთწლიან პერიოდს.

ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

i) წყაროსთან დაკავებული შემოსავლების მიმართ – თანხიდან, რომელიც გადაიხდება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს;

ii) შემოსავლებსა და ქონებაზე სხვა გადასახადების მიმართ – გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ან დაირიცხება პირველ იანვარს ან პირველი იანვრის შემდეგ კალენდარულ წელში, რომელიც მოსდევს შეტყობინების გადაცემის წელიწადს.

რის დასტურადაც, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ორ ნამდვილ ეგზემპლარად ქ. თბილისში 1997 წლის „18“ ნოემბერს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტების ახსნა-განმარტებაში წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევაში, საფუძვლად მიიღება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)

ოქმი

შეთანხმებაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავალსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები შეადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. მე-8, მე-13, მე-15 და 23-ე მუხლებთან დაკავშირებით:

გამოთქმა „საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი“ ნიშნავს ორგანოს, რომელიც ახორციელებს საწარმოს საქმიანობის მიმდინარე მართვას (აღმასრუელბელი დირექცია).

2. მე-14 მუხლთან დაკავშირებით მუდმივი ბაზის კრიტერიუმისათვის მხარეები გამოიყენებენ მუდმივი დაწესებულების კრიტერიუმს, რომელიც მოცემულია მე-5 მუხლში.

ამასთან, გამოთქმა „მუდმივი ბაზა“ არ მოიცავს საქმიანობის სახეებს (განსხვავებულთ, ვიდრე მითითებულია მე-14 მუხლში), რომელთა განხორციელების შედეგად წლიური შემოსავლის საერთო თანხა არ აღემატება მინიმალური თვიური ხელფასის ორასმაგ ოდენობას, რაც დადგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება საქმიანობა შესაბამისი კალენდარული წლის განმავლობაში.

ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმებით დაადგენენ ასეთ შემთხვევებში გადასახადის დაკავების წესს.

3. 27-ე მუხლთან დაკავშირებით:

ამ მუხლის დებულებები გამოყენებული იქნებიან „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების“ და „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევასთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმების“ მოქმედებისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ხელმოწერილია ქ. ერევანში, 1997 წლის 14 იანვარს.

შესრულებულია ორ ნამდვილ ეგზემპლარად ქ. თბილისში 1997 წლის „18“ ნოემბერს ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა. ტექსტების ახსნა-განმარტებაში უთანხმოების შემთხვევაში საფუძვლად მიიღება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს სახელით

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილი