1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლების სახეები, რომლებიც არ არიან მოხსენებული ამ შეთანხმების წინა მუხლებში, მათი წარმოქმნის წყაროს მიუხედავად ექვემდებარებიან დაბეგვრას მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება სხვა შემოსავლების მიმართ, რომლებიც განსხვავებულია მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისაგან, თუ ამ შემოსავლების მიმღები წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ მდებარე მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც მიღებულია შემოსავალი, ნამდვილად არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლების დებულებები.

3. 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლის სახეები, რომლებიც არ არის ნახსენები ამ შეთანხმების წინა მუხლებში და წარმოშობილია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ასევე შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოშ