1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმო მთლიანად  ან ნაწილობრივ ახორციელებს კომერციულ საქმიანობას.

2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“, კერძოდ, მოიცავს:

a) მართვის ადგილს;

b) ფილიალს;

c) ოფისს;

d) ფაბრიკას;

e) სახელოსნოს;

f) მაღაროს, გაზის ან ნავთობის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

3. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ აგრეთვე მოიცავს:

a) სამშენებლო მოედანს, სამშენებლო, სამონტაჟო, საამწყობო ობიექტს ან საზედამხედველო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ ობიექტებთან, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათთან დაკავშირებული სამუშაოთა ხანგრძლივობა აღემატება ექვს თვეს;

b) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, საწარმოს მიერ საკუთარი მოსამსახურეების ან ამ მიზნის განსახორციელებლად საწარმოს მიერ დაქირავებული სხვა პერსონალის მიერ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი სახის საქმიანობა (ერთი ან რამდენიმე ობიექტისათვის) ქვეყნის ფარგლებში შეადგენს პერიოდს ან პერიოდებს, რომლებიც საერთო ჯამში აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში.

4. ამ მუხლის წინამდებარე დებულებების მიუხედავად, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ მოიცავს საქმიანობის შემდეგ სახეებს:

a) ნაგებობების გამოყენება საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მხოლოდ შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;

b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვა, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ შენახვის ან დემონსტირების მიზნით;

c) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვა, რომლებიც საწარმოს აქვს მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;

d) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა მხოლოდ საწარმოსათვის საქონლის ან ნაწარმის შესყიდვის ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;

e) საქმიანობისათვის მუდმივი ადგილის შენახვა საწარმოსათვის მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით;

f) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვა a) – e) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნეისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად; იმ პირობით, რომ მუდმივი ადგილის მეშვეობით განხორციელებულ ერთობლივ საქმიანობას, რომელიც წარმოიშობა ასეთი კომბინაციის შედეგად, აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.

5. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირი დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომელზეც საუბარია მე-7 პუნქტში, ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონედ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც აღნიშნული პირი ასრულებს საწარმოსათვის, თუ ამ პირს:

a) გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ამ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტები საწარმოს სახელით, იმ შემთხვევის გამოკლებით, როცა ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად, არ გადააქცევს ამ საქმიანობის მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად;

b) არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, ჩვეულებრივ, ინახავს საქონელისა და პროდუქციის მარაგს, რომელსაც იგი რეგულარულად აწვდის საწარმოს.

6. ამ მუხლის წინამდებარე დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სადაზღვევო საწარმოები, ხელმეორედ გადაზღვევის შემთხვევების გარდა, ჩაითვლებიან, როგორც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ, თუ იგი ამ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე აგროვებს სადაზღვევო პრემიებს ან აზღვევს იქ შესაძლებელი რისკისაგან პირის საშუალებით, რომელიც არ წარმოადგენს მე-7 პუნქტში აღნიშნულ დამოუკიდებელ აგენტს.

7. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე, თუ იგი ამ სახელმწიფოში კომერციულ საქმიანობას ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, თუ ასეთი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად მიმართულია ამ საწარმოსათვის განხორციელებული საქმიანობისაკენ, მაშინ ამ პუნქტის ფარგლებში იგი არ იქნება განხილული როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი.

8. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. კომპანიის მიერ, ან ახორციელებს კომერციულ საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების ან სხვა მსგავსის მეშვეობით), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულება