1. ამ კონვენციაში, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“, კონტექსტიდან გამომდინარე, ნიშნავს საქართველოს ან თურქმენეთს;
b) ტერმინი „საქართველო“ გეოგრაფიული მნიშვნელობით ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მოქცეულ მის ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიული წყლების ჩათვლით, აგრეთვე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, სუვერენული უფლებები და საგადასახადო კანონმდებლობა;
c) ტერმინი „თურქმენეთი“ ნიშნავს თურქმენეთს და გეოგრაფიული მნიშვნელობით მოიცავს ნებისმიერ მხარეს ტერიტორიული წყლების გარეთ, რომელიც საერთაშორისო სამართლისა და თურქმენეთის კანონმდებლობის თანახმად, ითვლება მხარედ, რომლის ფარგლებშიც თურქმენეთს შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებები ზღვის ფსკერის, წიაღისეულისა და მათი ბუნებრივი რესურსების მიმართ;
d) ტერმინი „პირი“ მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც დაბეგვრის მიზნით განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;
f) ტერმინი „ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“, შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ ექსპლუატირებული საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გადაზიდვა ხორციელდება უშუალოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) საქართველოში – ფინანსთა მინისტრს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენელს;
(ii) თურქმენეთში – ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრს და მთავარ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას ან მათ სრულუფლებიან წარმომადგენელს;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
(i) ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა;
(ii) ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენებისას, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზედაც ვრცელდება კონვენცია, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობ