1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალს (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან შემოსავლის ჩათვლით) მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ტერმინს "უძრავი ქონება" უნდა ჰქონდეს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიცავდეს ქონებას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ხასიათი უძრავი ქონების მიმართ, პირუტყვს და მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება სოფლის და სატყეო მეურნეობაში, უფლებებს, რომელთა მიმართაც იყენებენ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საერთო სამართლის დებულებებს, უძრავი ქონების უზუფრუქტს და უფლებას ცვალებად და ფიქსირებულ გადახდებზე, რომლებიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია მინერალური რესურსების, წყაროების და სხვა ბუნებრივი წიაღისეულის დამუშავებისათვის ან დამუშავების უფლებისათვის; საზღვაო და საჰაერო ხომალდები, საავტომობილო და სარკინიგზო საშუალებები არ განიხილება როგორც უძრავი ქონება.

3. 1-ლი პუნქტის დებულებები გამოიყენება შემოსავლების მიმართ, რომელიც მიიღება უძრავი ქონების პირდაპირ გამოყენებიდან, იჯარით გაცემიდან ან უძრავი ქონების ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენებიდან.

4. 1-ლი და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე და შემოსავალზე უძრავი ქონებიდან, რომელიც გამოიყენება დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევისათვი