1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე იმ უძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც გასაზღვრულია მე-6 (შემოსავლები უძრავი ქონებიდან) მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები:
a) აქციები, განსხვავებით იმ აქციებისა, რომლებითაც ვაჭრობენ არსებულ და რეგულარულ საფუძველზე ოფიციალურად აღიარებულ ბირჟებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებენ უძრავი ქონებიდან ღირებულებას ან ღირებულების დიდ ნაწილს და, რომელიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან
b) წილი პარტნიორობიდან ან ტრასტიდან, ქონება, რომელიც შედგება ძირითადად უძრავი ქონებიდან, რომლიც მდებარეობს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან აქციებიდან, რომელიც მოხსენებულია ზემოთ აღნიშნულ (a) ქვეპუნქტში შეიძლება გადასახადით დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
3. შემოსავლები მიღებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების სამეწარმეო ქონებით ნაწილს ან შემოსავლები მუდმივი ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი მუდმივი ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
4. შემოსავლები, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით გასხვისებიდან, ექსპლუატირებულთ საერთაშორისო გადაზიდვებში ან მათ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება, გადასახადით იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
5. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან, გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია წინა პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ