1. დივიდენდები, რომლებსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია უხდის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტს, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ასეთი დივიდენდი შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით ამოღებული გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო თანხის 15 პროცენტს.
ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგების მიმართ, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.
3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი "დივიდენდები" ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, რომლებიც არ წარმოადგენენ სავალე მოთხოვნებს და იძლევიან მოგებაში მონაწილეობის უფლებას, ასევე შემოსავალს სხვა კორპორაციული უფლებებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან ისეთსავე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებზე შემოსავალი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გამანაწილებელი კომპანია.
4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ამ მეორე სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზიდან და ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას. ასეთ შემთხვევაში, ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) და მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) მუხლების დებულებები.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია იღებს მოგებას ან შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია არ ამოიღოს ნებისმიერი გადასახადი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდებიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დივიდენდები გადაიხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტზე ან ჰოლდინგი, რომლის მიმართაც გადაიხდება დივიდენდები, ნამდვილად განეკუთვნება მეორე სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას ან მუდმივ ბაზას და არ შეუძლია დაბეგვრას დაუქვემდებაროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება მაშინაც კი, თუ დივიდენდები გაიცემა ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში მიღებული შემოსავლებისაგან.
6. არაფერი ამ კონვენციაში არ შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ხელშემშლელი ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, დაბეგროს კომპანიის მოგება, რომელიც ეკუთვნის ამ სახელმწიფოში მდებარე მუდმივ დაწესებულებას, დამატებითი გადასახადით, რაც დაერიცხებოდა კომპანიის მოგებას, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს ნაციონალურ პირს, იმ პირობით, რომ ასეთი სახით დარიცხული ნებისმიერი დამატებითი გადასახადი არ გადააჭარბებს ასეთი მოგების საერთო თანხის 5 პროცენტს, რომელიც არ დაექვემდებარა ამგვარ დამატებით დაბეგვრას წინა საგადასახადო წლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის მოგება განისაზღვრება მისგან ყველა გადასახადების გამორიცხვის შემდეგ, რომელიც განსხვავებულია, ვიდრე ამ პუნქტში ნახსენები დამატებითი გადასახადი და, რომელიც გადახდილია ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს მუდმივი დაწესებულებ