1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი "მუდმივი დაწესებულება" ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საწარმოს სამეწარმეო საქმიანობა.
2. ტერმინი "მუდმივი დაწესებულება", კერძოდ, მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს, და
f) მაღაროს, საბადოს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დამუშავების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. ტერმინი "მუდმივი დაწესებულება" აგრეთვე მოიცავს:
a) სამშენებლო მოედანს ან სამშენებლო, სამონტაჟო, ან საამწყობო ობიექტს ან მომსახურებას, რომელიც დაკავშირებულია ამ სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოედანი ან ობიექტი არსებობს 6 თვეზე მეტ ხანს, ან ასეთი მომსახურება გაეწევათ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; და
b) მოწყობილობა ან აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დაზვერვისათვის ან მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ამ სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობასთან, ან საბურღი მოწყობილობა ან ხომალდი, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსების დაზვერვისათვის, თუ ასეთი გამოყენება გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს, ან ასეთი მომსახურება გაეწევათ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; და
c) მომსახურების გაწევა, საკონსულტაციო მომსახურების ჩათვლით, გაწეული რეზიდენტების მიერ თანამშრომლების ან სხვა პერსონალის საშუალებით, დაქირავებულთ რეზიდენტის მიერ ამ მიზნებისათვის, მაგრამ თუ ასეთი საქმიანობა (ასეთი ან მასთან დაკავშირებული პროექტისათვის) გრძელდება 6 თვეზე მეტ ხანს.
4. ამ მუხლის წინამდებარე დებულების მიუხედავად, ტერმინი "მუდმივი დაწესებულება" არ მოიცავს:
a) ნაგებობების გამოყენებას მხოლოდ საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
b) საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას, რომელიც წარმოადგენს საწარმოს კუთვნილებას მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობათა მარაგის შენახვას,მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას მხოლოდ ამ საწარმოსათვის საქონლის ან ნაკეთობათა შესყიდვის, ან ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას მხოლოდ საწარმოსათვის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით:f) საქმიანობის მუდმივი ადგილის შენახვას a) - f) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების ნებისმიერი კომბინაციის განსახორციელებლად იმ პირობით, რომ ასეთი კომბინაციის შედეგად საქმიანობის მუდმივი ადგილიდან წარმოებულ ერთობლივ საქმიანობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებათა მიუხედავად, თუ პირს, დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის გარდა, რომლის მიმართაც გამოიყენება მე-6 პუნქტი, მოქმედებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით, მაშინ ეს საწარმო განიხილება, როგორც მუდმივი წარმომადგენლობის მქონე პირველ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერი საქმიანობის მიმართ, რომელსაც ეს პირი ახორციელებს საწარმოსათვის, თუ ამ პირს:
a) გააჩნია და ჩვეულებრივ იყენებს ამ სახელმწიფოში უფლებამოსილებას დადოს კონტრაქტი საწარმოს სახელით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ პირის საქმიანობა შემოიფარგლება მე-4 პუნქტში მითითებულით, რომელიც თუ ხორციელდება კიდეც საქმიანობის მუდმივი ადგილის მეშვეობით, ამ პუნქტის დებულებათა თანახმად არ გადააქცევს ამ საქმიანობის მუდმივ ადგილს მუდმივ დაწესებულებად; ან
b) არ გააჩნია ასეთი უფლებამოსილება, მაგრამ საწარმოს სახელით ჩვეულებრივ ინახავს მოხსენიებულ სახელმწიფოში საქონლისა და ნაკეთობების მარაგს.
6. ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმო არ განიხილება, როგორც მუდმივი დაწესებულების მქონე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელმწიფოში სამეწარმეო საქმიანობას იგი ახორციელებს მხოლოდ ბროკერის, კომისიონერის ან ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, რომ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული საქმიანობის ფარგლებში. თუმცა, თუ ასეთი აგენტის საქმიანობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად მიმართულია ამ საწარმოს საქმიანობისათვის, მაშინ მოცემული პუნქტის საზღვრებში ის არ იქნება განხილული, როგორც დამოუკიდებელი სტატუსის მქონე აგენტი.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად ერთ-ერთ ამ კომპანიას არ გადააქცევს მეორის მუდმივ დაწესებულება