1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამასთან, ასეთი როიალტები ასევე შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ისინი წარმოიქმნებიან, და შესაბამისად ამ სახელმწიფოს კანონმდებლობისა, და თუ მიმღები და ფაქტობრივი მფლობელი როიალტისა წარმოადგენს რეზიდენტს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსი, გადასახადი ამოღებული ასეთი სახით არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს როიალტის საერთო თანხისა.

3. ტერმინი "როიალტი" ამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს ნებისმიერი სახის გადასახდელებს, მიღებულთ ანაზღაურების სახით. ლიტერატურული ნაწარმოების, ხელოვნების ან მეცნიერების, პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, კინემატოგრაფიული ფილმების, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო ნიშნის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილების გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მინიჭებისათვის.

4. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება,თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქნა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული მუდმივი ბაზის მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის მიმართაც გადაიხდება როიალტი ნამდვილად დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან. ამ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) ან მე-14 (დამოუკიდებელი პირადი მომსახურება) მუხლების დებულებები.

5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელად გამოდის თვით ეს სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო ან ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მაგრამ თუ როიალტის გადამხდელი პირი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და თუ როიალტის გადამხდელ პირს გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომელთა დაკავშირებითაც წარმოიქმნა როიალტი გადახდის აუცილებლობა და ასეთი როიალტი დაკავშირებულია ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან მუდმივ ბაზასთან, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ სახელმწიფოში, რომელშიც განლაგებულია მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.

6. თუ განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და როიალტის ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ, ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

7. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ნებისმიერი პირის ძირითად ან ერთ-ერთ ძირითად მიზანს, დაკავშირებულს უფლების შექმნასთან ან გადაცემასთან, რომელთა მიმართაც გადაიხდება როიალტი, წარმოადგენდა სარგებლის მიღება ამ მუხლიდან, უფლების ასეთი შექმნის ან გადაცემის გზი