1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიონალური მომსახურების ან სხვა დამოუკიდებელი ხასიათის საქმიანობის შედეგად, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ასეთი მომსახურება არ გაიწევა ან არ გაწეულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში; და
a) შემოსავალი მიეკუთვნება მუდმივ ბაზას, რომელიც რეგულარულ საფუძველზე ფიზიკურ პირს გააჩნია ან გააჩნდა მეორე სახელმწიფოში, ან
b) ასეთი ფიზიკური პირი, პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, საერთო ჯამში, იმყოფება ან იმყოფებოდა ამ მეორე სახელმწიფოში, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში 183 დღეზე მეტ ხანს და, რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის საგადასახადო წელიწადში.
ასეთ შემთხვევაში მომსახურებასთან დაკავშირებული შემოსავალი გადასახადით შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში მე-7 (მოგება სამეწარმეო საქმიანობიდან) მუხლში მითითებული ანალოგიური პრინციპების შესაბამისად. მუდმივი დაწესებულებისათვის მიკუთვნებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგების და მოგების თანხის განსაზღვრისათვის.
2. ტერმინი "პროფესიონალური მომსახურება", კერძოდ, მოიცავს დამოუკიდებელი სამეცნიერო, ლიტერატურულ, სამსახიობო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, იურისტების, ინჟინრების, არქტიტექტორების, სტომატოლოგების, ბუღალტრების და აუდიტორების დამოუკიდებელ საქმიანობა