1. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი გასამრჯელო, ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, გარდა პენსიისა, ამ სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული მომსახურებისათვის, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი გასამრჯელო ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური ხორციელდება ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:
(i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან
(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ აღნიშნული სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ შექმნილი ფონდებიდან ნებისმიერი ფიზიკური პირისათვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის. ან ხელლისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი პენსია გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს და ნაციონალურ პირს.
3. ამ კონვენციის მე-15 (დამოკიდებული პირადი მომსახურება), მე-16 (დირექტორების ჰონორარები) და მე-18 (პენსიები და სხვა გადახდები) მუხლის დებულებები გამოიყენება გასამრჯელოს, ხელფასების და სხვა მსგავსი გადახდების და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირები