1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კუთვნილი, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე კაპიტალი, წარმოდგენილი უძრავი ქონების სახით, მოხსენიებული მე-6 მუხლში (შემოსავალი უძრავი ქონებიდან) შეიძლება დაიბეგროს გადასახადით ამ მეორე სახელმწიფოში.
2. მოძრავი ქონებით წარმოდგენილი კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მუდმივი დაწესებულების სამეწარმეო ქონების ნაწილს, რომელიც სახლმწიფოს საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან წარმოდგენილია მუდმივ ბაზასთან დაკავშირებული მოძრავი ქონებით, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. კაპიტალი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებით, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში და მოძრავი ქონებით, დაკავშირებული მათ ექსპლუატაციასთან, დაიბეგრება გადასახადით მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის კაპიტალის ყველა სხვა ელემენტი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოშ