1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა (სახელმწიფო სამსახური) შესაბამისად, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს გადაეხდება წარსულში განხორციელბული სამუშაოსათვის და ნებისმიერი ანუიტეტი, რომელიც გადაეხდება ასეთ რეზიდენტს, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ტერმინი "ანუიტეტი" ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელიც პერიოდულად გადაეხდება ფიზიკურ პირს დადგენილ ვადებში მთელი სიცოცხლის განმავლობაში ან დროის განსაზღვრულ ან დადგენილ პერიოდში შესაბამისად მიღებული ვალდებულებებისა, აწარმოონ ასეთი გადახდები ეკვივალენტური და მთლიანი კომპენსაციის სანაცვლოდ ფულით ან ფულადი სახით.
3. ალიმენტები და სხვა მსგავსი თანხები (ბავშვების შენახვაზე გადახდების ჩათვლით), რომელიც წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში და გადაიხდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოშ