1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, წარსულში დაქირავებულ შრომასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები, სხვა მსგავსი ანაზღაურება და ანუიტეტები დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ტერმინი „ანუიტეტი“ ნიშნავს დადგენილ თანხას, რომლის გადახდა ხორციელდება პერიოდულად, დანიშნულ დროს სიცოცხლის მანძილზე, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადეკვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით, ან მისი შესაბამისი ფასეულობით