1. ფიზიკური პირი, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩასვლამდე იყო ან არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობის ან უნივერსიტეტის, კოლეჯის, სკოლის, მუზეუმის ან სხვა კულტურული ინსტიტუტის მიწვევით ან კულტურული გაცვლის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ჩადის ამ სახელმწიფოში მხოლოდ ასეთ ინსტიტუტებში სწავლების, ლექციების ჩატარების ან კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, პერიოდით, რომელიც არ აღემატება 3 თანმიმდევრულ წელს, გათავისუფლდება გადასახადისაგან ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებულ ანაზღაურებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ იქნება გამოყენებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალზე, თუ ასეთი კვლევა ტარდება არა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ თავად ამ პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნით