1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და 15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ამ მეორე სახელმწიფოში ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად დაფინანსებულია ხელშემკვრელი მხარის, პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სახსრებიდან, ან თუ ეს ვიზიტი განხორციელდა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 20.12.2010
მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. დამოკიდებული პირადი მომსახურება
- მუხლი 18. პენსიები და ანუიტეტები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. მასწავლებლები და მეცნიერ-მუშაკები
- მუხლი 21. სტუდენტები და სტაჟიორები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 17, №0, 20.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372330/muxli-17/