1. ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის, პრაქტიკანტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. სტუდენტის, პრაქტიკანტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებული შრომით მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული საგადასახადო წლის განმავლობაში არ აღემატება 2 წელს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი შრომა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას, პრაქტიკის გავლას ან სტაჟირებას ამ მეორე სახელმწიფოში