1. ფიზიკური პირი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი უნივერსიტეტის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების, სკოლის, მუზეუმის ან ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კულტურის სფეროს სხვა რომელიმე დაწესებულების მიწვევით ან ოფიციალური კულტურული გაცვლის პროგრამის ფარგლებში იმყოფება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, საერთო ჯამში არა უმეტეს ორი წლის ვადით, მხოლოდ ხსენებულ დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობის, ლექციების წაკითხვის ან კვლევითი სამუშაოების ჩატარების მიზნით და არის ან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში შესვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ამ პირველ სახელმწიფოში აღნიშნული საქმიანობისათვის მიღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებით არ დაიბეგრება იმ პირობით, თუ აღნიშნული ანაზღაურება მიღებულია ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ არსებული წყაროებიდან.
2. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განათლების მიღების ან სწავლისათვის მომზადების მიზნით მყოფი სტუდენტის, პრაქტიკანტის ან მოსწავლის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც განკუთვნილია მის საცხოვრებლად, განათლების მისაღებად ან სწავლისათვის მოსამზადებლად, როდესაც ეს პირები არიან ან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში შესვლამდე იყვნენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები, არ ექვემდებარება დაბეგვრას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ანაზღაურების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარე