1.
a) ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ამ სახელმწიფოს საჯარო-სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირისათვის გადახდილი ხელფასი, გასამრჯელო, ან სხვა მსგავსი ანაზღაურება, გარდა პენსიისა, ამ სახელმწიფოს, მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან საჯარო-სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა იურიდიული პირის მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ აღნიშნული სამსახური ხორციელდება ამ მეორე სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, ასევე:
i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, ან
ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2.
a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ამ სახელმწიფოს საჯარო-სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა იურიდიული პირის ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისთვის გადახდილი პენსია, ამ სახელმწიფოსათვის, მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფისათვის ან საჯარო-სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა იურიდიული პირისათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, აღნიშნული პენსიები შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან საჯარო-სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა იურიდიული პირის მიმართ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გაწეული სამახურისათვის მიღებული გასამრჯელოსა და პენსიების მიმართ გამოიყენება ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 ან მე-18 მუხლების დებულებები.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება შესაბამისად იმ ანაზღაურებების მიმართაც, რომლებიც გაიცემა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში იმ სახსრებიდან, რომლებიც გამოიყოფა უშუალოდ ამ სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის მიერ, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს თანხმობით ამ მეორე სახელმწიფოში მივლინებული სპეციალისტების ან მოხალისეებისათვის.
5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები გამოიყენება შესაბამისად გოეთეს სახელობის ინსტიტუტის ან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის აკადემიური გაცვლების გერმანული სამსახურის მიერ ან მათი სახელით გადახდილ ანაზღაურებებზე. კომპეტენტურ ორგანოებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ შესაბამისი მიდგომა გამოიყენონ ხელშემკვრელი სახელმწიფოების სხვა მსგავსი დაწესებულებების მიერ გადახდილ ანაზღაურებებზე. თუ აღნიშნული ანაზღაურებები არ იბეგრება დაწესებულების დამფუძნებელ სახელმწიფოში, მაშინ იმოქმედებს ამ შეთანხმების მე-15 მუხლის დებულებებ