1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელეშმკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ვიდრე ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით. ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, მოცემული დებულება გამოიყენება აგერთე პირების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ არცერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არცერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ვიდრე ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა იყოს უფრო ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საქმიანობას. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს მისცეს რაიმე დაუბეგრავი თანხები, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათები ან შეუმციროს ტარიფები, ისე როგორც იგი ამას ახორციელებს საუთარი რეზიდენტების მიმართ.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც არ გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები, პროცენტი, როიალტი და სხვა გადახდები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო უხდის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, ექვემდებარება გამოქვითვას ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების გამოანგარიშებისას იგივე პირობებით, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდის შემთხვევაში. შესაბამისად, დავალიანება, რომელიც ამ საწარმოს გააჩნია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი ქონების განსაზღვრის დროს ექვემდებარება გამოქვითვას იგივე პირობით, როგორც პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ არსებული დავალიანება.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს ან რამდენიმე ასეთ პირს, ან კონტროლდება მათ მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ პირველად ხსენებული სახელმწიფოს ანალოგიური საწარმოები.

6. ამ შეთანხმების მე-2 მუხლის მიუხედავად, ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერი სახის და დასახელების გადასახადების მიმარ