1. ეს შეთანხმება არ შეიძლება გაგებულ იქნეს ისე, თითქოს იგი ეწინააღმდეგება ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიერ მისი შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტების გამოყენებას, რომლებიც მიმართულია გადასახადების არგადახდის აღსაკვეთად ან თავის არიდების წინააღმდეგ.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები იწვევენ ორმაგ დაბეგვრას, მაშინ ამ შეთანხმების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების შესაბამისად კომპეტენტური ორგანოები გამართავენ კონსულტაციებს ამგვარი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მეთოდების შესამუშავებლა