1. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის დივიდენდი, პროცენტი, როიალტი ან მსგავსი შემოსავლები იბეგრება დაკავების გზით, მაშინ პირველად ხსენებული სახელმწიფოს უფლება გადასახადი დააკავოს წყაროსთან მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული განაკვეთით, ამ შეთანხმებით არ იზღუდება. გადასახადი, რომლის გადახდა ხდება დაკავების გზით, გადასახადის გადამხდელის განცხადების საფუძველზე ექვემდებარება დაბრუნებას მაშინ, როდესაც ამ შეთანხმების თანახმად იგი მცირდება ან უქმდება.
2. გადასახადის დაბრუნებაზე განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს წყაროსთან დასაბეგრ დივიდენდებზე, პროცენტზე, როიალტიზე ან მსგავს შემოსავლებზე გადასახადის დაწესების კალენდარული წლიდან მომდევნო ოთხი წლის გასვლამდე.
3. პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო შეიმუშავებს შესაბამის პროცედურებს იმისათვის, რომ შემოსავლების გადახდა, რომლებიც ამ შეთანხმების თანახმად არ იბეგრება წყაროს ქვეყანაში ან იბეგრება შემცირებული საგადასახადო განაკვეთით, განხორციელდეს დაკავების გარეშე ან დაკავება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელშიც წარმოიშვა შემოსავალი, შეუძლია მოითხოვოს კომპეტენტური ორგანოს დადასტურება, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში რეზიდენტობის შესახებ.
5. კომპეტენტურ ორგანოებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ დაარეგულირონ ამ მუხლის განხორციელება და აუცილებლობის შემთხვევაში დააწესონ სხვა პროცედურები გადასახადების განაკვეთების შემცირების ან მათგან გათავისუფლების რეალიზაციის მიზნით, რასაც ითვალისწინებს ეს შეთანხმებ