1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეზიდენტთან მიმართებაში გადასახადები დადგინდება შემდეგნაირად:
a) გერმანიის გადასახადების საგადასახადო ბაზიდან გამოიქვითება საქართველოში მიღებული შემოსავლები, ასევე საქართველოში განთავსებული ქონებრივი ფასეულობები, რომლებიც ამ შეთანხმების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში და არ ექცევა ამ პუნქტის „b“ ქვეპუნქტის მოქმედების ქვეშ.
დივიდენდებიდან მიღებული შემოსავლების მიმართ წინა დებულებები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ დივიდენდების გადახდა ხდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანიისათვის (უბრალო ამხანაგობის გარდა) საქართველოს იმ რეზიდენტი კომპანიის მიერ, რომლის კაპიტალის არანაკლებ 10 პროცენტი უშუალოდ ეკუთვნის გერმანულ კომპანიას და თუ ის არ იქნა გამოქვითული დივიდენდების გადამხდელი კომპანიის მოგების გაანგარიშების დროს.
ქონების დაბეგვრის დროს, გერმანიის საგადასახადო ბაზიდან ასევე გამოიქვითება ის წილობრივი მონაწილეობა, რომლებთან დაკავშირებითაც, თუ მოხდებოდა დივიდენდების გადახდა, დაექვემდებარებოდა საგადასახადო ბაზიდან ამოღებას ამ პუნქტის წინა ნაწილების დებულებათა შესაბამისად.
b) გერმანიის საგადასახადო კანონმდებლობის დებულებათა გათალისწინებით, რომლებიც ეხება გერმანიის გადასახადებით დაბეგვრის დროს უცხოური გადასახადების ჩათვლას, ამოღებულს შემოსავლებიდან, ქვემოთ ჩამოთვლილ შემოსავლებთან მიმართებაში ხორციელდება საქართველოს გადასახადების ჩათვლა, რომლებიც გადახდილია ამ შემოსავლებზე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და ამ შეთანხმების შესაბამისად. ეს შემოსავლებია:
i. დივიდენდები, რომლებიც არ ექცევა ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტის მოქმედების ქვეშ;
ii. შემოსავლები, რომლებიც ამ შეთანხმების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში;
iii. სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოების წევრთა ანაზღაურება;
iv. ამ შეთანმხების მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემოსავლები.
c) ამ შეთანხმების მე-7 და მე-10 მუხლებით განსაზღვრული შემოსავლებისა და მათ საფუძვლად არსებული ქონებრივი ფასეულობების მიმართ, ამ პუნქტის „a“ ქვეპუნქტის დებულებების ნაცვლად გამოიყენება ამ პუნქტის „b“ ქვეპუნქტის დებულებები, თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეზიდენტი არ წარადგენს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ სამეურნეო (საანგარიშო) წელს მუდმივი დაწესებულება, საიდანაც მან მიიღო მოგება, ან საქართველოს რეზიდენტი კომპანია სამეურნეო (საანგარიშო) წელს, რომელმაც გაანაწილა მოგება, თავიანთ ერთობლივ შემოსავალს იღებდნენ მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ იმ საქმიანობათა სახეებიდან, რომლებიც ექცევიან „საგარეო გადასახადების შესახებ“ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის მე-8 პარაგრაფის პირველი პუნქტის 1-6 ნომრების მოქმედების ფარგლებში; იგივე დებულება მოქმედებს მუდმივი დაწესებულებისათვის საჭირო უძრავი ქონებისა და მისგან მიღებული შემოსავლების მიმართ (ამ შეთანმხების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი), ასევე აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული მოგების თანხების მიმართ (ამ შეთანხმების მე-13 მუხლის პირველი პუნქტი) და მოძრავი ქონების მიმართ, რომელიც წარმოადგენს მუდმივი დაწესებულების აქტივს (ამ შეთანხმების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი).
d) ამასთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უფლებას იტოვებს სხვა შემოსავლებზე ან ქონებრივ ფასეულობებზე საგადასახადო განაკვეთის დადგენის დროს გაითვალისწინოს შემოსავლები ან ქონებრივი ფასეულობანი, რომლებიც გერმანიის გადასახადებით არ იბეგრება.
e) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულებების მიუხედავად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება ხდება საგადასახადო ჩათვლის საშუალებით, ამ პუნქტის b) ქვეპუნქტის შესაბამისად,i. თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში შემოსავლები ან ქონება განეკუთვნება ამ შეთანხმების სხვადასხვა დებულებებს ან მიეწერება სხვადასხვა პირებს (ამ შეთანხმების მე-9 მუხლით გათვალისწინებული შემთხვვების გარდა) და ამ კონფლიქტის დარეგულირება შეუძლებელია ამ შეთანხმების 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა შესაბამისად და როდესაც ასეთი განსხვავებული მიკუთვნების ან მიწერის გამო შესაბამისი შემოსავლები ან ქონებრივი ფასეულობები არ იქნებოდნენ დაბეგრილი ან დაიბეგრებოდნენ შემცირებული განაკვეთით, იმასთან შედარებით, თუ ასეთ კონფლიქტს ადგილი არ ექნებოდა, ან
ii. თუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შესაბამისი კონსულტაციების შემდეგ დიპლომატიური არხებით საქართველოს აცნობებს სხვა შემოსავლების შესახებ; რომელთა მიმართ იგი აპირებს ჩათვლის მეთოდის გამოყენებას b)ქვეპუნქტის თანახმად. აღნიშნული შემოსავლების მიმართ b) ქვეპუნქტის შესაბამისად ჩათვლის მეთოდის საშუალებით ორმაგი დაბეგვრა თავიდან აცილებული იქნება შეტყობინების გადაცემის კალენდარული წლის შემდეგი კალენდარული წლის პირველი დღიდან.
2.საქართველოს რეზიდენტთან მიმართებაში გადასახადები დადგინდება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი შემოსავალს იღებს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველო დაუშვებს:
i. ამ რეზიდენტის შემოსავალზე დაბეგრილი თანხის გამოქვითვას, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ტოლი იქნება;
ii. ამ რეზიდენტის კაპიტალზე დაბეგრილი თანხის გამოქვითვას, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლი იქნება.
ასეთი გამოქვითვა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალსა და კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი, გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალ