1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები, რომლებსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი იღებს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოდან, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ პივრელად ხსენებულ სახელმწიფოში.

2. გადახდები, რომლებსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სავალდებულო სოციალური დაზღვევის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისგან განსხვავებით, იბეგრება მხოლოდ ამ მეორე სახელმწიფოში.

3. პერიოდული და ერთდროული ანაზღაურებები, რომლებსაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი ერთ-ერთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი უხდის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც მან განიცადა პოლიტიკური დევნის, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ან სამხედრო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის (საკომპენსაციო გადახდებისა და შემწეობების ჩათვლით), სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის, დანაშაულის, აცრების ან ანალოგიური მოვლენების შედეგად, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისაგან განსხვავები