1.ამ შეთანმხების მე-16–მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი, გასამრჯელო ან სხვა მსგავსი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ მუშაობა ხორციელდება მეორე სახელმწიფოში, მაშინ ასეთ შემთხვევაში მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ:
a) ანაზღაურების მიმღები მეორე სახელმწიფოში იმყოფება საერთო ჯამში არაუმეტეს 183 დღისა, ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის საგადასახადო წელს, და
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე სახელმწიფოს რეზიდენტს, და
c) ანაზღაურებაზე გასაცემ ხარჯებს არ ეწევა მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, ანაზღაურება დაქირავებით მუშაობისათვის, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებულ საზღვაო გემებზე ან საჰაერო ხომალდებზე, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს იმ საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი, რომელიც ახდენს გემების ან საჰაერო ხომალდების ექპლოატაცია