1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. აღნიშნული დივიდენდები შეიძლება აგრეთვე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, მისი კანონმდებლობის შესაბამისად ამასთან, თუ დივიდენდების ფაქტობრივი მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს;

a) დივიდენდების საერთო თანხის 0 პროცენტს, თუ ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენს კომპანია (უბრალო ამხანაგობის გარდა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არანაკლებ 50 პროცენტს და ინვესტირებული აქვს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში 3 000 000 (სამი მილიონი) ევროზე ან მის ეკვივალენტურ თანხაზე მეტი;

b) დივიდენდების საერთო თანხის 5 პროცენტს, თუ ფაქტობრივ მფლობელს წარმოადგენს კომპანია (უბრალო ამხანაგობის გარდა), რომელიც უშუალოდ ფლობს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის არანაკლებ 10 პროცენტს და ინვესტირებული აქვს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალში 100 000 (ასი ათასი) ევროზე ან მის ეკვივალენტურ თანხაზე მეტი;

c) ყველა სხვა შემთხვევაში, დივიდენდების საერთო თანხის 10 პროცენტს.

ამ პუნქტის დებულებები არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებასთან მიმართებაში, რომლიდანაც გაიცემა დივიდენდები.

3. ამ მუხლში გამოყენებისას, ტერმინი „დივიდენდი“ ნიშნავს შემოსავალს აქციებიდან, მოგებაში მონაწილეობის უფლებებიდან ან სერტიფიკატებიდან, სამთოგადამამუშავებელი მრეწველობის აქციებიდან, სადამფუძნებლო პაებიდან ან სხვა შემოსავლებიდან, რომლებიც იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია, საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, უთანაბრდება აქციებიდან მიღებულ შემოსავლებს, ასევე, საპაიო საინვესტიციო ფონდის სერტიფიკატებით გასანაწილებელ მოგებას.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას იმ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით და წილობრივი მონაწილეობა, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, რეალურად უკავშირდება ამგვარ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ შეთანხმების მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

5. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე სახელმწიფოს არ შეუძლია დაბეგროს ამ კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები, იმ შემთხვევის გარდა, როცა ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტისათვის, ან როდესაც ქონება, რომლის საფუძველზე ხდება დივიდენდების გადახდა, რეალურად უკავშირდება ამ მეორე სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ბაზას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდა