1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ ნიშნავს საქმიანობის მუდმივ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.
2. ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ კერძოდ მოიცავს:
a) მართვის ადგილს;
b) ფილიალს;
c) ოფისს;
d) ფაბრიკას;
e) სახელოსნოს;
f) მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების დამუშავების ნებისმიერ სხვა ადგილს.
3. სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად; მუდმივ დაწესებულებებად არ ითვლებიან:
a) ობიექტები, რომლებიც გამოიყენება საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მხოლოდ მარაგად შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
b) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგები, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ შენახვის, დემონსტრირების ან მიწოდების მიზნით;
c) საწარმოს კუთვნილი საქონლის ან ნაკეთობების მარაგები, რომლებიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ სხვა საწარმოების მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
d) საქმიანობის მუდმივი ადგილი, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ ნაკეთობების და საქონლის შესყიდვის ან მისთვის ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
e) საქმიანობის მუდმივი ადგილი, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის ნებისმიერი სხვა სახის საქმიანობის განხორციელების მიზნით;
f) საქმიანობის მუდმივი ადგილი, რომელიც საწარმოს გააჩნია მხოლოდ ამ პუნქტის „a“ „e“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა სახეობების განხორციელების მიზნით, იმ პირობით, რომ საქმიანობის ამ მუდმივი ადგილიდან წარმოებულ საერთო საქმიანობას აქვს მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათი.
5. თუ პირი, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული დამოუკიდებელი აგენტის გარდა, საწარმოსათვის ახორციელებს საქმიანობას, აქვს და ჩვეულებრივ იყენებს ხელეშმკვრელ სახელმწიფოში ამ საწარმოს სახელით კონტრაქტების გაფორმების უფლებამოსილებას, მაშინ ეს საწარმო, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, განიხილება ამ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულების მქონედ ამ პირის მიერ საწარმოს ინტრესებიდან გამომდინარე განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებაში, თუ ეს საქმიანობა არ შემოიფარგლება ამ მუხჟლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სახეობებით, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის მუდმივი ადგილის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული პუნქტის შესაბამისად ამ ადგილს არ გადააქცევს მუდმივ დაწესებულებად.
6. საწარმო არ განიხილება მუდმივი დაწესებულების მქონედ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ის თავის საქმიანობას ამ სახელმწიფოში ახორციელებს ბროკერის, კომისიონერის ან დამოუკიდებელი სტატუსის მქონე ნებისმიერი სხვა აგენტის მეშვეობით, იმ პირობით, თუ ეს პირები მოქმედებენ თავიანთი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.
7. ის ფაქტი, რომ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, ან რომელიც ახორციელებს საქმიანობას ამ მეორე სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ–ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულება