1. ამ შეთანმხების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a)ტერმინი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა“ ნიშნავს გერმანიის ფღედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიას, ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზღვის ფსკერისა და ზღვის წიაღისეულის ტერიტორიას, ასევე მათ ზევით მდებარე წყლის მასას, რომლის მიმართ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას საერთაშორსიო სამართლის და ეროვნული სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეუძლია განახორციელოს სუვერენული უფლებები და იურისდიქცია ბუნებრივი რესურსების ბიოლოგიური და არაბიოლოგიური სახეობების კვლევის, გადამუშავების, შენარჩუნებისა და მათი მართვის მიზნით;
b) ტერმინი „საქართველო“ ნიშნავს ტერიტორიას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში, მათ შორის, სახმელეთო ტერიტორიას, შიდა და ტერიტორიულ წყლებს; საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს სუვერენიტეტი, ასევე მის ტერიტორიულ წყლებთან მიმდებარე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
c) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ შესაბამისად ნიშნავს გერმნიის ფედერაციულ რესპუბლიკას და საქართველოს;
d) ტერმინი „პირი“ ნიშნავს ფიზიკურ პირს, კომპანიას ან პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
e) ტერმინი „კომპანია“ ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, რომელიც გადასახადით დაბეგვრის მიზნით განიხილება, როგორც კორპორაციული წარმონაქმნი;
f) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ და „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო“ შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ ან საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
g) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა“ ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო გემებითა და საჰაერო ხომალდებით, რომელთა ექსპლუატაცია ხდება საწარმოს მიერ, რომლის ფაქტობრივი მართვის ადგილი მდებარეობს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაცია ხდება მხოლდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
h) ტერმინი „ნაციონალური პირი“ ნიშნავს:
i. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემთხვევაში:
ნებისმიერ გერმანელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირთიადი კანონის გაგებით, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ ნებისმიერ იურიდიულ პირს, უბრალო ამხანაგობას და პირთა სხვა გაერთიანებას;
ii. საქართველოს შემთხვევაში:
ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა; ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ ნებისმიერ იურიდიულ პირს და პირთა სხვა გაერთიანებას;
i) ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს:
i. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემთხვევაში – ფინანსთა ფედერალურ სამინისტროს ან ორგანოს; რომელსაც მან გადასცა თავისი უფლებამოსილება.
ii. საქართველოს შემთხვევაში – ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
2. თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების დროს ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოს სხვა კანონები