1. საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების სარეთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
2. თუ საზღვაო სანაოსნოს კომპანიის საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი განთავსებულია გემბანზე, იგი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, სადაც მდებარეობს ამ გემის მიწერის ნავსადგური. ამგვარი ნავსადგურის არარსებობის შემთხვევაში, ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს პირი, რომელიც გემის ექსპლოატაციას ახორციელებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე ვრცელდება იმ მოგებების მიმართ, რომლებიც მიიღება პულში, ერთობლივ საწარმოში ან ტრანსპორტის საერთაშორისო სააგენტოს მუშაობაში მონაწილეობიდა