1. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად, შეიძლება დაიბეგროს მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ამ პირს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით არ გააჩნია ფიქსირებული ბაზა. თუ მას ამგვარი ფიქსირებული ბაზა გააჩნია, მაშინ შემოსავლი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლდ იმდენად, რამდენადაც ისინი მეკუთვნება, ამ ფიქსირებულ ბაზას.

2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, აღმზრდელობით ან პედაგოგიურ საქმიანობას, კულტურის სფეროში დამოუკიდებლად განხორციელებულ საქმიანობას, აგრეთვე, ექიმების, სტომატოლოგების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, საბუღალტრო სფეროს ექსპერტების და აუდიტორების დამოუკიდებელ საქმიანობა